მთავარი

საქართველოს საერთაშორისო ახალგაზრდული ასოციაცია (სსაა) დაარსდა 1998 წელს და დარეგისტრირებული იქნა 1999 წლის 4 აგვისტოს ქ.თბილისის კრწანისი - მათწმინდის რაიონის სასამართლოს მიერ (06/9-33), აერთიანებს განხვავებული ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ საერთო ინტერესები და მიზნები, ესწრაფვიან თანასწორუფლებიანი საზოგადოების მქონე დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირებისაკენ, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის უფლებათა დაცვაზე, ტოლერანტობასა და პატივისცემაზე, მშვიდობასა და თანხმობაზე.
სსაა-ს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
-  ეროვნული ტრადიციების, კულტურის განვითარების ხელშეწყობა, საქართველოს კულტურული ფასეულობების შენარჩუნება და აღორძინება
-    ახალგაზრდების უფლებების დაცვის ხელშეწყობა 
-    ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესსში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის გაზრდა
-    სამოქალაქო ინტეგრაციის და საერთო კულტურული დიალოგის პროცესების გამაგრება
-    ახალგაზრდების უზრუნველყოფა საინფორმაციო და მეთოდიკური მასალებით
-    არასამთავრობო სექტორის განვითარება რეგიონებში და ა.შ.
"საქართველოს საერთაშორისო ახალგაზრდული ასოციაციი" - ს პრეზიდენტი არის ალექსანდრე ბეჟენცევი.
"სსაა" აერთიანებს ხუთი ათასზე მეტ რუსულენოვან ახალგაზრდებს ქ. თბილისის, ბათუმის, გორის, მცხეთის, ახალციხის, გურჯაანის, რუსთავის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის და წალკის სკოლებიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან.
ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად "სსაა"-მ განახორციელა ბევრი ღონისძიება თავისი პროექტების ფარგლებში და სხვა მრავალ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.
მოცემულ პროექტებთან ერთად ორგანიზაცია ახორციელებს კულტურულ-მასობრივ და სპორტულ ღონისძიებებს, რომლის მიზნებია:
-    საქართველოს სკოლების მოსწავლეების შორის კონტაქტების განვითარება
-    ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა
-    ახალგაზრდა თაობაში ინტელექტუალური დახვეწის და ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა
ასეთი დონის ღონისძიებები ხელს უწყობენ ეროვნულ და ეთნიკურ კონსოლიდაციას.
მრავალწლიანი საქმიანობის შედეგად ჩვენმა ორგანიზაციამ შეასრულა:
-  40-ზე მეტი ტრენინგი, შეხვედრა, დიალოგი 300-ზე მეტი მონაწილით
-  100 ადამიანზე მეტმა მიიღო ცოდნა რუსული ენის ბიზნეს-კურსის ფარგლებში
-  ორგანიზაციის მიერ გამოიცემა საინფორმაციო ბიულეტენები, სადაც მოთხრობილია ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ
-  პროექტ “ქალები და ახალგაზრდები პროგრესისა და დემოკრატიული ცვლილებებისათვის”-ს ფარგლებში გამოიცა ორი ტომისგან შემდგარი “სამართლებრივი დოკუმენტების კრებული”, რომელიც შეიცავს გაერო-ს და ევროპის საბჭოს საერთაშორისო დოკუმენტებს, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფო პოლიტიკის ფუძეებს ეროვნული უმცირესობების დაცვის და ინტეგრაციის სფეროში.
- ასევე მოცემული პროექტის ფარგლებში გამოიცა ჯიბის წიგნები სამართლებრივი პუბლიკაციების სერიიდან “თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი უფლებები”, რომლის მიზანია მოსახლეობის გაცნობა სამოქალაქო განათლების ძირითად ცნებებთან
- ასოციაციას აქვს ფილიალები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში: სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთში აჭარაში
- საქმიანობის წლების განმავლობაში ორგანიზაციამ განახორციელა 13 პროექტი ევროპის საბჭოს, UNV გაერო-ს მისიის, ეუთო-ს, ევროკომისიის და სხვა მრავალი ორგანიზაციის დონორული მხარდაჭერით
ორგანიზაციის მიერ ჩატარდა 100-ზე მეტი კულტურულ-მასობრივი და სპორტული ღონისძიება
მათ შორის:
- 7 ჩემპიონატი მინი-ფეხბურთში რუსული საშუალო სკოლების და რუსული სექტორების მქონე ქართული სკოლების მოსწავლეთა შორის
-  4 ჩემპიონატი კალათბურთში რუსული საშუალო სკოლების და რუსული სექტორების მქონე ქართული სკოლების მოსწავლეთა შორის
- საქართველოს 7 ჩემპიონატი ბრეინ-რინგში რუსული საშუალო სკოლების და რუსული სექტორების მქონე ქართული სკოლების მოსწავლეთა შორის და სხვა მრავალი ღონისძიება.